ინდუსტრია სწრაფად იცვლება და ჩვენი გუნდიც სწრაფად მზარდია და ვითარდება ხვალინდელი გამოწვევების გასამკლავებლად. IT პროფესიონალების ჩვენი გლობალური გუნდი ავლენს ძლიერ ტექნიკურ უნარებს, რათა შემოგთავაზოთ ბიზნეს გადაწყვეტები, დროულად და ეფექტურად.

მთავარი მოვალეობები:

  • უნდა იმუშაოთ ჩვენს ბიზნეს სტეიკჰოლდერებთან, პროექტის მენეჯერებთან და მომხმარებლებთან, რათა განსაზღვროთ აპლიკაციის მოთხოვნები, მოახდინოთ სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტების ალტერნატივების იდენტიფიცირება, დანერგოთ, გატესტოთ და განახორციელოთ არჩეული გადაწყვეტების მხარდაჭერა
  • უნდა გახდეთ სფეროს ექსპერტი მხარდაჭერილი აპლიკაციებისთვის, როგორც ტექნიკური, ისე ოპერაციული მიმართულებით
  • უნდა მართოთ და ტექნიკურად გამართოთ აპლიკაციის პლატფორმები, იპოვოთ ბიზნეს და ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტები
  • შეაგროვოთ ბიზნეს მოთხოვნები, შეაფასოთ განხორციელების ალბათობა, წარმოადგინოთ მიახლოებითი პროგნოზები, დაგეგმოთ გადაწყვეტები და მოამზადოთ დეტალიზებული მონაცემები
  • ითანამშრომლოთ როგორც შიდა, ისე გარე პროვაიდერებთან და ვენდორებთან, რათა შექმნათ ჩვენი ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტები
  • ყველა ის აპლიკაცია, რომელიც გუნდის პასუხისმგებლობის არეში ხვდება, უზრუნველყოთ tier 3 მხარდაჭერით
  • სკრუპულოზურად, ბილეთების ფორმით მოახდინოთ ყველა სამუშაოს , შიდა ცოდნის ბაზის, შიდა საცავების და სხვა ინსტრუმენტების დოკუმენტირება, ისე რომ შესაძლებელი იყოს სამუშაოს და შიდა დოკუმენტების ეფექტური მოძიება
  • შექმნათ დოკუმენტირებული პროცესები, პროცედურები და რეპროდუცირებადი ტესტ-ქეისები დიაგნოსტირებისთვის, რეგრესიული ტესტირებისთვის, ვალიდაციისთვის და ა.შ.
  • მონაწილეობა მიიღოთ მოთხოვნის მხარდაჭერის როტაციაზე, რათა შეძლოთ ტექნიკური დახმარების გაწევა და იმუშაოთ რეგულარული სამუშაო საათების მიღმა, მოთხოვნისამებრ
  • აპლიკაციის სისტემებში და ქსელის უსაფრთხოებაში დანერგოთ საუკეთესო პრაქტიკები
  • გამოამჟღავნოთ ახალი აპლიკაციებისა და ტექნოლოგიების სწავლის სურვილი
  • მუდმივად იზრუნოთ ეფექტურობის გაუმჯობესებაზე: ამოიცნოთ და დანერგოთ ისეთი პროცესები და პროცედურები, რომლებიც მომხმარებლების ეფექტურობას გააუმჯობესებს

მთავარი პერსონალური უნარები:

  • აპლიკაციის მხარდაჭერის სპეციალისტის ან აპლიკაციის ადმინისტრატორი, რომელიც მხარს უჭერს მრავალ მომხმარებლის აპლიკაციის პლატფორმებს, როგორიცაა CRM, ERP ან საკონტაქტო ცენტრის პლატფორმები 100+ ერთდროულ მომხმარებელთან პოზიციებზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
    ან
    Windows-ის, Unix-ის ან ქსელის ადმინისტრატორის 3+ წლიანი გამოცდილება 100+ ერთდროულ მომხმარებელთან.
  • ქსელის, მარშრუტიზაციის, ფაიერვოლების კარგად გააზრება. 
  • პრობლემების მოგვარების განსაკუთრებული უნარები, რთულ გარემოში ტექნიკურად რთული პრობლემების კვლევისა და გადაჭრის უნარები
  • ძლიერი ინტერპერსონალური და გუნდური უნარები
  • უნდა შეძლოთ მულტითასქინგი და სწრაფად ცვალებად და სტრესულ გარემოში ოპერირება
  • უნდა გაგაჩნდეთ ინგლისურის მაღალი მეტყველების და წერილობითი კომუნიკაციის უნარები
  • უნდა გაგაჩნდეთ შესაბამისი განათლება/სერთიფიცირება ან მზგავსი გამოცდილება

    რას ელოდებით?

    გააკეთეთ განაცხადი ახლავე!